ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსიდან აბარგების შანსები იზრდება

მიზეზი, რის გამოც დიბალას იუვენტუსიდან აბარგების შანსები იზრდება
თარიღი 13 იან 2022, 22:33

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ შესაძლოა "ბებერი ქალბატონის" რიგები დატოვოს.

იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლება, 28 წლის არგენტინელი "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2022 წლის ივნისში იწურება.

აღნიშნულ ინფორმაციას TyC Sports-ის ჟურნალისტი, სესარ ლუის მერლო ავრცელებს.

დიბალა უკმაყოფილოა იმით, რომ "იუვენტუსმა" ახალი ხელშეკრულების პირობებს გადახედა და შეცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაულოს ხელფასს არ გაუზრდიან, საუკეთესო შემთხვევაში კონტრაქტი ამჟამინდელი პირობებით გახანგრძლივდება. შექმნილ ვითარებაში იგი უკვე სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.