ავტორიზაცია

"ბარსაში დებიუტი სიამაყის მიზეზია", - ფერან ტორესი რეალთან მარცხის შემდეგ

"ბარსაში დებიუტი სიამაყის მიზეზია", - ფერან ტორესი რეალთან მარცხის შემდეგ
თარიღი 13 იან 2022, 22:41

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალთან" (2:3) გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 21 წლის ესპანელი ფეხბურთელისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.

"ბარსელონაში" დებიუტი სიამაყის მიზეზია. თავდაუზოგავად მუშაობისა და განვითარების გაგრძელების დრო დადგა. ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს ტორესი სოცაილურ ქსელში.

შეგახსენებთ, ფერანი "ბლაუგრანას" ამ ზამთარს "მანჩესტერ სიტიდან" 55 მილიონ ევროდ შეუერთდა, დამატებით 10 მილიონი კი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ტორესმა "ბარსელონასთან" 2027 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.