"ბარსელონა დომინირებდა? არა, თანაბარი თამაში იყო", - ანჩელოტი ხავის არ დაეთანხმა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" (2:2, 3:2 დ.დ) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.
– ხავიმ თქვა, რომ მისი გუნდი უკეთესი იყო.
"ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში იყო. ბურთს ფლობდნენ, მაგრამ პირველი გოლი უიღბლობის გამო გავუშვით".
"დომინანტი არცერთი გუნდი არ ყოფილა. უკან დავიხიეთ, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით. სამი გოლი გავიტანეთ, შთამბეჭდავია".
– მოდრიჩი გაიყვანეთ და "ბარსამ" ანგარიში გაათანაბრა. მასზე ხართ დამოკიდებულნი?
"უდიდესი კლასის მქონე ფეხბურთელია, მასზე ზეწოლის მოხდენა რთულია. ბევრი თვისება აქვს".
"მაგრამ ვალვერდემ გაიტანა და ფინალი გაგვინაღდა. ლუკას გარეშე რაღაცას ვკარგავთ, ფედესთან ერთად კი საჯარიმოში შევდივართ", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.