ავტორიზაცია

"შანსიც რომ მქონდეს" - მიქაუტაძეს მეცში დაბრუნება არ სურს

"შანსიც რომ მქონდეს" - მიქაუტაძეს მეცში დაბრუნება არ სურს
თარიღი 14 Jan 2022, 03:59

ბელგიური სერენში იჯარით მყოფ 21 წლის ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს მეცში დაბრუნება არ სურს.

ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ფრანგულ კლუბში სათამაშო დრო მიეცემა. ეს ბევრისთვის მოულოდნელი პასუხი ქართველმა ფორვარდმა republicain-lorrain.fr-თან ინტერვიუში დააფიქსირა.

"ახლა მხოლოდ სერენთან ერთად სეზონის დასრულებაზე ვფიქრობ. ჩემი მიზანი ბელგიური კლუბის იუპილერ ლიგაში დარჩენა და საქართველოს ნაკრებში წარმატებული თამაშებია," - ციტირებს republicain-lorrain.fr გიორგი მიქაუტაძის სიტყვებს.

21 წლის თავდამსხმელმა სეზონი ფრანგულ მეცში დაიწყო, თუმცა იქ სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რის გამოც იჯარით ნაცნობ სერენში გაუშვეს. ბელგიურ კლუბში მიქაუტაძემ 19 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.