ავტორიზაცია

ფიორენტინას დირექტორი: "თუ ვლაჰოვიჩს წასვლა უნდა, ეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს"

ფიორენტინას დირექტორი: "თუ ვლაჰოვიჩს წასვლა უნდა, ეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს"
თარიღი 14 იან 2022, 20:13

"ფიორენტინას" გენერალურმა დირექტორმა, ჯო ბარნსმა კლუბიდან თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ყოველდღე ვლაჰოვიჩზე ლაპარაკობენ. ჩვენ კი გუნდზე გვსურს საუბარი. მის შესახებ უკვე ბევრი რამ ვთქვით", - ციტირებს "იების" ფუნქციონერის სიტყვებს Football Italia.

"მისგან და მისი გარემოცვისგან პასუხს ველოდებით. ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და უკვე ვიწყებთ მათზე მუშაობას".

"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კომისო ამ თემასთან დაკავშირებით გესაუბრათ, ჩვენს მოლაპარაკებებში თანხები თითქმის გაორმაგდა. ცოტა ხნის წინ, ვლაჰოვიჩთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ მის მიერ არჩეულ გზას დავეთანხმებით. თუ "ფიორენტინაში" დარჩენა უნდა, მაშინ კონტრაქტი უნდა გააფორმოს. თუ წასვლა სურს, ეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს".

"მთელ კლუბს, ქალაქსა და ყველა გულშემატკივარს არ უნდა დაელოდოს, სანამ რაიმეს გადაწყვეტს. მას შემდეგ, რაც მოვისმინე, საჯარო განცხადებების გასაკეთებლად მზად არ არის, ამიტომაც გადაწყვეტილება კლუბის შიგნით უნდა მივიღოთ".

"ვნახოთ, რა იქნება. რა თქმა უნდა, თითოეული წინადადების განხილვისთვის ვართ მზად. ჯერჯერობით არავის მოუმართავს", - ციტირებს ბარონეს სიტყვებს Sport Mediaset-ი.