ილკაი გიუნდოგანმა ამ დროისთვის მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებთან საუბრისას ამ დროისთვის მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
"ლევანდოვსკი, სალაჰი, ბენზემა", - წერს 31 წლის გერმანელი ფეხბურთელი "ტვიტერში".
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
თავის მხრივ, სალაჰმა "ლივერპულის" ღირსება 26 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
რაც შეეხება ბენზემას, 2021/22 წლების სეზონში "რეალის" ლიდერმაც 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 ბურთი შეაგდო და 9 ასისტი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.