ავტორიზაცია

რონალდუ ლებრონთან და ბრედისთან შედარებაზე: "ყველაზე დიდი დატვირთვა ფეხბურთშია"

რონალდუ ლებრონთან და ბრედისთან შედარებაზე: "ყველაზე დიდი დატვირთვა ფეხბურთშია"
თარიღი 14 Jan 2022, 20:42

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ "ტამპა ბეის" 44 წლის კვოტერბეკ ტომ ბრედისა და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" 37 წლის ფორვარდ ლებრონ ჯეიმსთან შედარებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს სპორტის ამ სახეობებს შორის არსებული განსხვავება. ბრწყინვალე სპორტსმენები ახსენეთ, რომლებიც უკვე მრავალი წელია ასპარეზობენ".

"თუმცა, ჩემი აზრით, სპორტის არცერთ სხვა სახეობაში არ არის ისეთი დატვირთვა, როგორიც ფეხბურთშია".

"ვთქვათ, NBA-ში დასვენების ხანგრძლივი პერიოდებია. მაგრამ ამ თემის განვრცობა არ მსურს", - თქვა 36 წლის პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რონალდუმ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა დ 3 ასისტიც მიითვალა.