ავტორიზაცია

"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ორმა ფეხბურთელმა მოახდინა", - ყოფილი ესპანელი მსაჯი

"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ორმა ფეხბურთელმა მოახდინა", - ყოფილი ესპანელი მსაჯი
თარიღი 14 Jan 2022, 21:21

ექს-მსაჯმა, ედუარდო იტურალდე გონსალესმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

ასე და ამგვარად, ყოფილი ესპანელი არბიტრის სიაში ლიონელ მესი ("პსჟ") და კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") მოხვდნენ.

"მესის და რონალდუს დავასახელებ - ლეოს იმ ყველაფრისათვის, რაც გააკეთა და კრიშტიანუს იმისათვის, თუ როგორ გამოიყენა თავისი შანსები".

"როცა კრიშტიანუს საქმე გოლკიპერთან დაპირისპირებამდე მიდიოდა, ცხადი ხდებოდა: ყველაფერი დასრულებულია".

"ძალიან კარგი იყო. თუ შეამჩნიეთ, მეკარეებს მისთვის პრაქტიკულად არასოდეს ჩაურტყამთ. იმდენად კარგი იყო, რომ პენალტის გამოც კი ვერ ჯარიმდებოდნენ მასზე", - ციტირებს ყოფილი რეფერის სიტყვებს Cadena SER-ი.