ავტორიზაცია

ერთ დროს გრანდები უმიზნებდნენ — დავიდ ნერეში კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს

ერთ დროს გრანდები უმიზნებდნენ — დავიდ ნერეში კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს
თარიღი 14 იან 2022, 21:47

ამსტერდამის "აიაქსმა" გუნდის გარემარბის, დავიდ ნერეშის დონეცკის "შახტარში" გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ჰოლანდიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კლუბები 24 წლის ბრაზილიელის 12 მილიონ ევროიან ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

როგორც აღინიშნება, ზემოთნახსენები თანხა ბონუსების ხარჯზე შესაძლოა 16 მილიონამდე გაიზარდოს.

ნერეში "სან პაულუს" აღზრდილია, "აიაქსში" იგი 2017 წლიდან ირიცხებოდა. ბრაზილიის ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.