ავტორიზაცია

ნიუკასლის ახალწვეული: "არ მეგონა, რომელიმე კლუბი ჩემს სანაცვლოდ ამხელა ფულს თუ გადაიხდიდა"

ნიუკასლის ახალწვეული: "არ მეგონა, რომელიმე კლუბი ჩემს სანაცვლოდ ამხელა ფულს თუ გადაიხდიდა"
თარიღი 14 Jan 2022, 22:24

"ნიუკასლის" ახალწვეულმა, კრის ვუდმა მასში გადახდილი 25 მილიონი ფუნტის შესახებ განცხადება გააკეთა.

30 წლის ახალზელანდიელის გადასაბირებლად "ნიუკასლმა" გამოსასყიდი თანხის პუნქტი გააქტიურა, რომელიც ფორვარდსა და "ბარნლის" შორის გაფორმებულ კონტრაქტში იყო გათვალისწინებული.

"ვიცოდი, რომ კონტრაქტში კლაუსულის პუნქტი იყო ჩადებული, მაგრამ არ მეგონა, ვინმე თუ გააქტიურებდა. მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთი ასეთია... არასოდეს იცი, რა მოხდება. შეიძლება ექვს თვეში უკან გაიხედო და თქვა: "ბრწყინვალე გარიგება იყო".

"ილუზია არ მაქვს, მესმის, რომ "ნიუკასლი" ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ ვიცი, ჩვენს თანამშრომლობას კარგი პოტენციალი აქვს. კომფორტის ზონიდან გასვლაა დიდების ან დიდი წარმატების მისაღწევად, ამის მტკიცედ მჯერა".

"მხოლოდ "ნიუკასლთან" ერთად პრემიერ ლიგაში დარჩენაზე ვფიქრობ. ჩემი აზრით, საკმარისზე მეტი ოსტატობა გაგვაჩნია, მაგრამ დროა მოედანზე დავიწყოთ ამის ჩვენება და დადებით შედეგებს რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ", - ციტირებს ვუდის სიტყვებს The Guardian-ი.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.