დონარუმა, რამოსი, მესი — პსჟ-ს ბოსებმა პოჩეტინოსთან მხოლოდ ერთი ტოპ ტრანსფერი შეათანხმეს
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურ მცველს, სერხიო რამოსს ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ესპანელი გამუდმებით გრძნობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან შედარებით "ერთი ნაბიჯით უკან" იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, რამოსის ტრანსფერი პარიზელთა მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან იყო შეთანხმებული, რასაც ლიონელ მესისა და ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერებზე ვერ ვიტყვით.
შეგახსენებთ, სამივე ზემოთნახსენები ფეხბურთელი "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რამოსი "რეალიდან", მესი "ბარსელონადან", დონარუმა კი - "მილანიდან".
რამოსს "პსჟ"-ს რიგებში 22 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დაიწერა, რომ "ბრესტთან" მატჩის წინ მან გუნდთან ერთად ივარჯიშა. შესაძლოა ეს შეხვედრა აღმოჩნდეს სერხიოსთვის "პარკ დე პრენსზე" სადებიუტო.
მიმდინარე სეზონში 35 წლის უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზული კლუბის რიგებში 3 მატჩი ჩაატარა.