ავტორიზაცია

პოჩეტინო პსჟ-ს ტრავმირებული სუპერვარსკვლავების შესახებ: "მესი უკეთესადაა, ნეიმარი გეგმას მიჰყვება"

პოჩეტინო პსჟ-ს ტრავმირებული სუპერვარსკვლავების შესახებ: "მესი უკეთესადაა, ნეიმარი გეგმას მიჰყვება"
თარიღი 14 იან 2022, 23:00

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ბრესტთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ კვირაში ძალიან კარგად ვივარჯიშეთ. გუნდი ძალიან კარგ განწყობაზეა, ატმოსფეროც ძალიან კარგია. ფეხბურთელები უმაღლეს კონცენტრაციას აჩვენებენ".

"ერთმანეთს ვენდობით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა კარგ შედეგს მივაღწიოთ".

"ნეიმარი აღდგენით პროცესებთან დაკავშირებულ გეგმას მიჰყვება. ექსტრაორდინალური თვისებების მქონე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ნებისმიერ გუნდს დააკლდება ასეთი ფეხბურთელი".

"ლიონელ მესი თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ ჯერ კიდევ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა. იმედი გვაქვს, მოედანზე რაც შეიძლება მალე ვიხილავთ", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს პარიზელთა ოფიციალური საიტი.