ავტორიზაცია

ბარსელონა იმ თანხას, რომელიც მორატას სანაცვლოდ უნდა გადაეხადა, ჰოლანდის ტრანსფერს მოახმარს

ბარსელონა იმ თანხას, რომელიც მორატას სანაცვლოდ უნდა გადაეხადა, ჰოლანდის ტრანსფერს მოახმარს
თარიღი 14 იან 2022, 23:22

"ბარსელონა" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებას აღარ ეცდება, რომელიც ამჟამად იჯარით "იუვენტუსში" ირიცხება.

როგორც ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა ესპანელ ფორვარდზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს, ხავის თავისი გუნდის რიგებში მისი ხილვა ძალიან უნდოდა.

"ბარსას" მორატაზე უარი "ატლეტიკოს" მიერ მოთხოვნილმა 40 მილიონმა ევრომ ათქმევინა. კლუბს ამხელა თანხის გადახდა არ უნდა იმ ფეხბურთელში, რომელიც ფორვარდის პოზიციაზე ძირითადი ვარიანტი არ არის, ამიტომაც ამ თანხას "დორტმუნდის" შემტევ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის შეინახავს.

გარდა ამისა, "ბარსელონას" შეტევაში ფერან ტორესი, ანსუ ფატი, მემფის დეპაი, მარტინ ბრეიტუეიტი და ლუკ დე იონგი ჰყავს. ამის გამოც გადაწყდა, რომ მორატას დამატება საჭირო არ არის.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად კატალონიელთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.