ავტორიზაცია

ინძაგის ორი გრანდი დაუკავშირდა — ინტერი სპეციალისტის შენარჩუნებას ხელფასის გაზრდით გეგმავს

ინძაგის ორი გრანდი დაუკავშირდა — ინტერი სპეციალისტის შენარჩუნებას ხელფასის გაზრდით გეგმავს
თარიღი 14 იან 2022, 23:28

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ თავისი წარმატებული მუშაობით ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.

ასე და ამგვარად, 45 წლის სპეციალისტით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ატლეტიკო" ინტერესდებიან.

როგორც ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, ზემოთნახსენები კლუბები ინძაგის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ.

თავის მხრივ, "ნერაძური" ამჟამინდელი დამრიგებლის შენარჩუნებას გეგმავს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა. ხელმძღვანელობა მას 2025 წლამდე გათვლილ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, გაორმაგებული ხელფასით (ამჟამად იგი წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს).

თავად ინძაგი ერთხელაც საზღვარგარეთ მუშაობის წინააღმდეგი არ არის, რის გამოც ინგლისური ენის შესწავლას აპირებს.