ავტორიზაცია

ჰოლანდს მბაპესთან ერთად თამაში სურს და რაიოლას რეალთან შეთანხმება დაავალა — AS

ჰოლანდს მბაპესთან ერთად თამაში სურს და რაიოლას რეალთან შეთანხმება დაავალა — AS
თარიღი 14 იან 2022, 23:34

"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

"ქალაქელთა" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას თავისი გუნდის რიგებში ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ხილვა უნდა, რადგან ამ ზამთარს ფერან ტორესის "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ნომინალური თავდამსხმელიღა დარჩა - გაბრიელ ჟეზუსი.

მიუხედავად ამისა, როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, თავად ჰოლანდს "რეალში" თამაში უნდა.

როგორც 21 წლის თავდამსხმელმა თავის აგენტ მინო რაიოლას აცნობა, მისი პრიორიტეტი "სამეფო კლუბში" თამაშია, ამჟამად "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპესთან ერთად.

ამასთან დაკავშირებით, ჰოლანდმა რაიოლას დაავალა, რომ "რეალს" რაც შეიძლება სწრაფად შეუთანხმდეს.