ავტორიზაცია

ალეგრი დიბალას კონტრაქტზე: "ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ პაულო მე გავზარდე"

ალეგრი დიბალას კონტრაქტზე: "ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ პაულო მე გავზარდე"
თარიღი 14 იან 2022, 23:38

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თავდამსხმელ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება.

"როგორც ყოველთვის ვამბობ, კონტრაქტებსა და მოლაპარაკებებზე კლუბია პასუხისმგებელი. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული".

"მაგრამ დიბალა მე გავზარდე, ბავშვი იყო, როცა "იუვენტუსში" მოვიდა. ახლა დიდი გამოცდილება აქვს. ექსტრაორდინალური ფეხბურთელია".

"სეზონის პირველ ნაწილში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს წააწყდა. გოლებისა და თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, მისგან ყველა ბევრს ელის".

"ფეხბურთელის ღირებულება ეჭვებს არ იწვევს. პაულო შესანიშნავი მოთამაშეა", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.