პსჟ მბაპეს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს — რას ფიქრობს თავად კილიანი?

როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შენარჩუნებას გეგმავს.
პარიზული კლუბი 23 წლის სუპერვარსკვლავთან მოკლევადიან კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერს გამოცემა Telefoot.
გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ მზად არ არის და სეზონის დარჩენილ ნაწილზეა კონცენტრირებული.
მბაპეს "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება. აქამდე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ მისდამი ინტერესს "რეალი" იჩენს.
მიმდინარე სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.