მოდრიჩით, რომელსაც ზაფხულში რეალთან კონტრაქტი ეწურება, ორი გრანდი დაინტერესდა

"მანჩესტერ სიტი" და "მილანი" "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩის გადაბირებით ინტერესდებიან, იტყობინება El Nacional.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთნახსენებ გრანდებს ხორვატის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ. "სამეფო კლუბთან" მას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან 36 წლის ფეხბურთელს სხვა გუნდებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება აქვს.
როგორც აქამდე დაიწერა, უახლოეს პერიოდში მადრიდელები მოდრიჩთან ხელშეკრულების 2023 წლამდე გახანგრძლივებას დაადასტურებენ.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ხორვატმა ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.