ავტორიზაცია

"ჰოლანდის საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლომდე ვერ დაველოდებით", - დორტმუნდის დირექტორი

"ჰოლანდის საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლომდე ვერ დაველოდებით", - დორტმუნდის დირექტორი
თარიღი 15 იან 2022, 11:08

დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ კომენტარი გააკეთა ერლინგ ჰოლანდის განცხადებაზე, რომ კლუბი თითქოს ზეწოლას ახორციელებს თავდამსხმელზე მისი მომავლის გაურკვევლობის გამო.

"ის სპონტანურად საუბრობს, ის ახალგაზრდა ბიჭია, ამიტომ მას აპატიებენ. ერლინგთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მან უნდა გაიგოს სიტუაცია. მის გადაწყვეტილებას მაისის ბოლომდე ვერ დაველოდებით.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვახორციელებთ ზეწოლას ერლინგზე. ჯერ არ არის დაწყებული მოლაპარაკებები და შეხვედრები, ამიტომ არ მესმის მისი განცხადების შინაარსი.

მე ვფიქრობ, რომ ის ოდნავ აღელვებული იყო ყვითელი ბარათის გამო ფრაიბურგთან. როგორც პროფესიონალს, მას უნდა ესმოდეს, რომ რაღაც მომენტში მომავალზე საუბარი გარდაუვალია", - განაცხადა ვაცკემ.