ავტორიზაცია

კრისტენსენს, რომელიც ჩელსის ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, ორი გრანდი უმიზნებს

კრისტენსენს, რომელიც ჩელსის ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, ორი გრანდი უმიზნებს
თარიღი 15 იან 2022, 15:46

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა უახლოეს მომავალში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, დანიელი უკანახაზელით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატთა" 25 წლის ფეხბურთელისადმი ყურადღებას კატალონიის "ბარსელონაც" იჩენს.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" კრისტენსენს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

დანიელი მცველი ლონდონური კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

მიმდინარე სეზონში კრისტენსენმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.