ავტორიზაცია

ბარსელონა კრისტენსენისთვის ბრძოლაში გააქტიურდა

ბარსელონა კრისტენსენისთვის ბრძოლაში გააქტიურდა
თარიღი 06 იან 2022, 13:58

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანდრეას კრისტენსენის მიმართ თავისი სატრანსფერო ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

დანიელ ცენტრალურ მცველს ექვს თვეზე ნაკლები დრო დარჩა "ლურჯებთან" ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვამდე  და მას უკვე შეუძლია სხვა კლუბებთან მოლაპარაკება.

"ბარსა" მას ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობს კიდევ ერთი წლის ოფციით. ამავდროულად, კრისტენსენის მოლაპარაკებები "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეჩერებულია.

ასევე ნათქვამია, რომ კატალონიელები დაინტერესებულნი არიან სეზარ ასპილიკუეტასა და ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტის გაფორმებით. "ჩელსის" ორივე მცველი შესაძლოა უფასო ტრანსფერად იყოს ხელმისაწვდომი.