ავტორიზაცია

"სამაგალითო გუნდია, უნდა ვაღიაროთ", - ტუხელმა ინგლისის საუკეთესო კლუბი დაასახელა

"სამაგალითო გუნდია, უნდა ვაღიაროთ", - ტუხელმა ინგლისის საუკეთესო კლუბი დაასახელა
თარიღი 15 იან 2022, 15:57

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "მანჩესტერ სიტის" ინგლისის საუკეთესო გუნდი უწოდა.

"თუ "მანჩესტერ სიტისთვის" კონკურენციის გაწევა გსურს, უმაღლეს დონეზე უნდა ახვიდე, შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო".

"სამაგალითო კლუბია, ამ დროისთვის საუკეთესო ინგლისში. ეს უნდა ვაღიაროთ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport-ი.

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ეგიდით, "არისტოკრატები" დღეს სწორედ "ქალაქელებს" ეწვევიან.

"მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" დღევანდელი შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 16:30 საათზე აიღებს.