ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ტუხელი იმ რამდენიმე მწვრთნელს შორის არის, ვისგანაც ბევრს ვსწავლობ"

გვარდიოლა: "ტუხელი იმ რამდენიმე მწვრთნელს შორის არის, ვისგანაც ბევრს ვსწავლობ"
თარიღი 15 იან 2022, 12:25

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გასამართი დაპირისპირების წინ, ტომას ტუხელის შესახებ ისაუბრა.

"ის ძალიან კრეატიულია. ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მწვრთნელიდან, ვისგანაც ვსწავლობ, რომ გავხდე უკეთესი. ტუხელი ყველანაირად იდეალური სპეციალისტია. 

მას ჯერ კიდევ მაინცის და დორტმუნდის შემდეგ ვადევნებ თვალს. მე ყოველთვის სიამოვნებით ვისმენ მის გადაწყვეტილებებსა და მეთოდებს. ის მსოფლიო ფეხბურთს უკეთესს ხდის.

ტუხელს სურს ყოველთვის ლაღი ფეხბურთის თამაში. ვერ წარმომიდგენია რა იქნება ჩვენს დაპირისპირებაში. ლივერპულთან და ტოტენჰემთან მატჩებს რომ ვუყურებდი, დავინახე, რომ ჩელსი გასვლაზე სულ სხვანაირად თამაშობს.

არ ვიცი, ეს იყო მათი გეგმა თუ უბრალოდ არ შეეძლოთ", - განაცხადა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, "მან სიტისა" და "ჩელსის" შეხვედრა ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.