ავტორიზაცია

"სიტი ჩელსის რამდენიმე მიზეზის გამო აღემატება", - ტუხელი

"სიტი ჩელსის რამდენიმე მიზეზის გამო აღემატება", - ტუხელი
თარიღი 15 იან 2022, 12:12

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოახლოებული დაპირისპირების წინ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მანჩესტერ სიტი უკეთესად გაუმკლავდა ტრავმებსა და კორონავირუსს. შესაძლოა ეს იღბალია ან უბრალოდ უკეთ მუშაობენ. მათ ნაკლები ტრავმა ჰქონდათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასუსტებული შემადგენლობით ითამაშონ.

მათ არ ტანჯავს კოვიდი ისე, როგორც ჩვენ, ჩვენთან რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ეს დიდი განსხვავებაა. სეზონის დასაწყისიდანვე ვთქვით, რომ ვეცდებოდით მანჩესტერ სიტისთან სხვაობის შემცირებას.

თავდაჯერებული ვიყავი. არასწორად არ გამიგოთ, სრულიად კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც მოედანზე გამოვა. ჩვენ მოვამზადებთ მოთამაშეებს გამარჯვების გულწრფელი რწმენით.

გუნდი სხვანაირად გამოიყურება, როცა ყველა მზადაა სათამაშოდ. ტრავმები ან მცირე დაზიანებები ყოველთვის არის, მაგრამ სრული განაცხადი იძლევა საჭირო დამატებით უპირატესობას, რომ იყოს იმავე დონეზე, რა დონეზეც მანჩესტერ სიტია", - განაცხადა ტუხელმა.

VIDEO: ჩელსიმ ტოტენჰემს სტუმრადაც მოუგო და ლიგის თასის ფინალში დამაჯერებლად გავიდა