კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, ობამეიანგს გულის პრობლემები აღმოაჩნდა

გაბონის ფეხბურთის ფედერაციამ გაამხილა, თუ რატომ ვერ ითამაშა აფრიკის თასის ეგიდით განის ნაკრებთან გამართულ მატჩში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.
ასე და ამგვარად, როგორც გაირკვა, ლონდონის "არსენალის" 32 წლის თავდამსხმელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
აღინიშნება, რომ ჯანმრთელობის ეს პრობლემა ობამეიანგს კორონავირუსის გადატანის შემდეგ აღმოაჩნდა.
პიერ-ემერიკს კოვიდი აფრიკის თასზე ჩასვლისთანავე დაუდასტურდა. გამოცდილი ფორვარდი მანამდე დუბაიში შენიშნეს, სადაც წვეულებაზე იმყოფებოდა.
მოგეხსენებათ, გაბონისა და განის ეროვნული ნაკრებების გუშინდელი შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.