ავტორიზაცია

"მალე შესაბამისი ზომების მიღება მომიწევს", - ჰოლანდის მოულოდნელი განცხადება საკუთარ მომავალზე

"მალე შესაბამისი ზომების მიღება მომიწევს", - ჰოლანდის მოულოდნელი განცხადება საკუთარ მომავალზე
თარიღი 15 იან 2022, 16:32

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

"ახლა "დორტმუნდი" გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგებს, მე კი უბრალოდ ფეხბურთის თამაში მინდა", - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ მალე შესაბამისი ზომების მიღება მომიწევს. აქამდე ამაზე კლუბისადმი პატივისცემის გამო არ ვსაუბრობდი", - დასძინა ერლინგმა.

მოგეხსენებათ, 21 წლის სუპერვარსკვლავს ბორუსიელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მასში ჩადებული პუნქტის თანახმად, მომავალ ზაფხულს ნებისმიერ მსურველ კლუბს მისი ყიდვა 75 მილიონ ევროდ შეეძლება.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.