ავტორიზაცია

"კვარაცხელია მთელი შეკრება ინდივიდუალურად მოემზადება" - ლეონიდ სლუცკი

"კვარაცხელია მთელი შეკრება ინდივიდუალურად მოემზადება" - ლეონიდ სლუცკი
თარიღი 15 Jan 2022, 19:20

ყაზანის რუბინის მთავარი მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შუასასეზონო თურქულ შეკრებაზე მაქსიმალურად დატვირთული არ იქნება.

ეს ყველაფერი გამოწვეულია ფეხბურთელის ბევრი მატჩებით, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო. 

"ინდივიდუალური გეგმები შედგენილია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც გასული სეზონის ბოლოს გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. ეს ეხებათ კვარაცხელიას, სამოშნიკოვს და აბილგორს. ისინი მთელი შეკრება ინდივიდუალურად ივარჯიშებენ," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ რუბინის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუბინის მაისურით 17-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.