VIDEO: წელი კარგად დაიწყო - კვეკვესკირმა ჩეხურ გუნდს გაუტანა
პოზნანის ლეხმა პოლონეთის ჩემპიონატის მე-2 წრისთვის მზადება თურქეთში, ანტალიაში განაახლა.
ამხანაგურ მატჩში ლეხმა ჩეხური ოსტრავის ბანიკი 4-2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირმა მე-2 ტაიმში ითამაშა და მე-80 წუთზე პენალტიდანაც გაიტანა.
ლეხ პოზნანი პოლონეთის ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ 41 ქულით ლიდერობს. კვეკვეს გუნდი მე-2 ადგილოსანს 4 ქულით უსწრებს.
ნიკა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში პოლონური გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში 20-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.