ავტორიზაცია

ბილბაოს მწვრთნელი: "რეალის დამარცხება წვალების გარეშე ჩვენი გუნდისთვის შეუძლებელია"

ბილბაოს მწვრთნელი: "რეალის დამარცხება წვალების გარეშე ჩვენი გუნდისთვის შეუძლებელია"
თარიღი 15 იან 2022, 21:58

„ატლეტიკ ბილბაოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო გარსია ტორალმა, ესპანეთის სუპერთასის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც ხვალ, 16 იანვარს, მისი გუნდი მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

„ამ სეზონის მატჩებში ზუსტი დარტყმები გვაკლდა. ასეთი პრობლემა „რეალსაც“ აქვს, თუმცა არა ასე სერიოზულად. მათ ჰყავთ ორი ფეხბურთელი, რომლებმაც ჯამში 38 გოლი გაიტანეს. 

ამ მატჩში, სადაც დაბალი ბლოკით და მოთმინებით მოგვიწევს თამაში, მოულოდნელი მომენტები იქნება. „რეალის“ დამარცხება წვალების გარეშე ჩვენთვის შეუძლებელია.

მათ სოლიდური გუნდი ჰყავთ და ამას შედეგები ამტკიცებს. ჭკვიანურად უნდა შევუტიოთ, სწრაფად და ორგანიზებულად ვითამაშოთ.“ - ციტირებს მარსელინოს სიტყვებს Marca.

სასტარტო სასტვენს მსაჯი ხვალ თბილისის დროით 22:30 საათზე გააჟღერებს.