ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთის კოვიდ-პროტოკოლის სერიოზული დარღვევით იმართება
საუდის არაბეთში მიმდინარე ესპანეთის სუპერთასი ადგილობრივი კოვიდ-პროტოკოლის დარღვევით იმართება.
Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს აქვთ.
თუმცა, წყარო ამბობს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას, რომ სუპერთასზე მონაწილე ოთხივე გუნდის ყველა ფეხბურთელი და თანამშრომელი საუდის არაბეთში ვაქცინაციისგან განურჩევლად ჩავიდეს.
ფედერაციის და საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ფინალური მატჩი ხვალ, 16 იანვარს, „ბილბაოსა“ და „რეალს“ შორის გაიმართება, სასტარტო სასტვენს მსაჯი 22:30 საათზე გააჟღერებს.