ავტორიზაცია

VIDEO: გოლი და საგოლე პასი! ქვილითაიას სუპერ მატჩი კვიპროსში

თარიღი 15 იან 2022, 23:24

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ახნასი საკუთარ მოედანზე აპოელთან 0-3 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში სტუმართა შემადგენლობაში სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა: ბუბა დაუშვილი 46-ე წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად იასპარეზა.

ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა 28 წლის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მე-20 წუთზე გოლი გაიტანა, 34-ე წუთზე მისი საგოლე პასით გაიტანეს.

მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით 12-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.