ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] გაგნიძე რუსეთში დარჩა - ურალმა ქართველი ფეხბურთელი შეკრებაზე ვერ წაიყვანა

[EXCLUSIVE] გაგნიძე რუსეთში დარჩა - ურალმა ქართველი ფეხბურთელი შეკრებაზე ვერ წაიყვანა
თარიღი 15 Jan 2022, 21:01

ეკატერინბურგის ურალს შუასასეზონო შეკრებაზე დუბაიში ქართველი ნახევარმცველის ლუკა გაგნიძის წაყვანა დაავიწყდა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, გუნდის მენეჯერს დაავიწყდა, რომ დუბაიში შესასვლელად საქართველოს პასპორტის მქონე პირებს სპეციალური ვიზა სჭირდებათ, რის გამოც 18 წლის ნახევარმცველს რუსეთში დარჩენა მოუწია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ურალმა უკვე შეიტანა განაცხადი ლუკა გაგნიძის ვიზის საკითხზე და იგი რამდენიმე დღეში გაემგზავრება დუბაიში ეკატერინბურგელთა შეკრებაზე.

ლუკა გაგნიძე ურალში მოსკოვის დინამოდან იჯარის წესით თამაშობს. 18 წლის შუახაზელმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.