ავტორიზაცია

რანგნიკი: "მარსიალმა განაცხადში ყოფნა არ მოისურვა და მატჩიც ამიტომ გამოტოვა"

რანგნიკი: "მარსიალმა განაცხადში ყოფნა არ მოისურვა და მატჩიც ამიტომ გამოტოვა"
თარიღი 16 იან 2022, 02:25

„მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა ანტონი მარსიალის მომავალზე ისაუბრა.

ფეხბურთელმა „ასტონ ვილასთან“ ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრა გამოტოვა და გერმანელი სპეციალისტის თქმით, ეს მისივე სურვილი იყო.

„ანტონი მარსიალს შემადგენლობაში ყოფნა არ სურდა. ის განაცხადში აუცილებლად იქნებოდა, თუმცა ეს არ მოისურვა და ამიტომ, მატჩზე არ გამოგვყვა.“ - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

ჟურნალისტი თავისგან ამატებს, რომ მარსიალს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

ყველაზე აქტიურად ფეხბურთელით „სევილია“ ინტერესდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის მაღალი ხელფასია.