ავტორიზაცია

VIDEO: გიგა ჭიკაძემ UFC-ში პირველი მარცხი იწვნია

თარიღი 16 Jan 2022, 07:26

UFC-ის განვლილი ღონისძიების მთავარი მოვლენა გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლა იყო, რომელიც ჩვენთვის სამწუხაროდ ქართველი მოჩხუბრის მარცხით დასრულდა.

"ნინძამ" და ამერიკელმა მებრძოლმა იჩხუბეს ხუთი რაუნდი და უნდა ითქვას, რომ ბრძოლა სწორედ "ბოსტონელი ფინიშერის" დამაჯერებელი უპირატესობით წარიმართა.

ხუთი რაუნდის დასრულების შემდეგ, მსაჯებმა გამარჯვება სწორედ კატარს მიანიჭეს. ასეთი იყო ჭიკაძის პირველი მარცხი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში.