ავტორიზაცია

"ტერიტორიის შესანარჩუნებლად საუკუნეების მანძილზე ბრძოლა გვიწევდა", - ჭიკაძე საქართველოს შესახებ

"ტერიტორიის შესანარჩუნებლად საუკუნეების მანძილზე ბრძოლა გვიწევდა", - ჭიკაძე საქართველოს შესახებ
თარიღი 14 იან 2022, 10:19

MMA-ს მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ამჯერად Sports Illustrated-ის ყურადღება მიიქცია. ქართველი მებრძოლი საუბრობს განვლილ გზაზე, მომავლის გეგმებსა და სამშობლოზე.

"ჩემი მთავარი მიზანი UFC-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებაა. ჩემი ოცნების ასრულებისკენ მივდივარ და ამ ყველაფერს ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის ვაკეთებ.

წინსვლის მოტივაციას სწორედ ეს გარემოება მაძლევს. შვებულებებს არასდროს ვიღებ, ჩემი მიზნისკენ მივიწევ და ტიტულის რაც შეიძლება მალე დასაკუთრება მინდა.

საქართველო ძალიან, ძალიან პატარა ქვეყანა არის და ტერიტორიის შესანარჩუნებლად საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მტრებთან მუდმივი ბრძოლა გვიწევდა. 

ჩვენთვის დარტყმის მიღება და საპასუხო დარტყმის მიყენება ახალი არ არის. ბრძოლა ჩემს დნმ-შია", - განაცხადა "ნინძამ" კელვინ კატართან ბრძოლის წინ, რომელიც 16 იანვარს გაიმართება.

"ვეცდები აუცილებლად შეგხვდეთ", - ჭიკაძემ დაადასტურა, რომ მისი და კატარის ბრძოლა უმაყურებლოდ ჩატარდება