"ვეცდები აუცილებლად შეგხვდეთ", - ჭიკაძემ დაადასტურა, რომ მისი და კატარის ბრძოლა უმაყურებლოდ ჩატარდება

გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლა სამწუხაროდ მაყურებლების გარეშე ჩაივლის. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ქართველმა მებრძოლმა დაადასტურა.
"ჩემი ბრძოლა მაყურებლის გარეშე გაიმართება Covid19 შეზღუდვების გამო. გულშემატკივრებს, ვინც Las Vegas-ში იქნებით, ბრძოლის შემდეგ ვეცდები აუცილებლად შეგხვდეთ", - განაცხადა "ნინძამ".
მედია რესურსები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკელი მებრძოლის დამარცხების შემთხვევაში, 33-წლის მოჩხუბრის შემდეგი ბრძოლა უკვე აუცილებლად საჩემპიონო იქნება.
აქვე დავამატებთ, ჭიკაძისა და "ბოსტონელი ფინიშერის" მოახლოებული დაპირისპირება გაიმართება 16 იანვარს და იქნება აღნიშნული ღონისძიების მთავარი ბრძოლა.
ქართველმა მებრძოლმა UFC-ში შვიდი გამარჯვება მოიპოვა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 14 მოგება და ორი მარცხია. რაც შეეხება კატარს, მის ანგარიშზე 22 მოგება და ხუთი წაგებაა.