ავტორიზაცია

ფიორენტინა არსენალის 70 მილიონზე თანახმაა, თუმცა თავად ვლაჰოვიჩს სხვა კლუბში გადასვლა ურჩევნია

ფიორენტინა არსენალის 70 მილიონზე თანახმაა, თუმცა თავად ვლაჰოვიჩს სხვა კლუბში გადასვლა ურჩევნია
თარიღი 16 იან 2022, 12:11

"არსენალს" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ხელში ჩაგდება უნდა და მცდელობებს არ წყვეტს.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, 21 წლის სერბის ტრანსფერის თაობაზე "იებს" ერთადერთი ოფიციალური წინადადება მიუვიდათ, ისიც "მეთოფეებისგან".

ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელებმა ფლორენციელებს 70 მილიონი ევრო შესთავაზეს.

"ფიორენტინას" ხელმძღვანელობას აღნიშნული შეთავაზება აკმაყოფილებთ, თუმცა თავად ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლა ურჩევნია.

მიმდინარე სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.