"მათი მახასიათებლები იდენტურია", - იუვენტუსის ლეგენდამ მილანის შემტევი ტიერი ანრის შეადარა

"იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ალესიო ტაკინარდიმ "მილანის" თავდამსხმელი, რაფაელ ლეაო ლეგენდარულ ფრანგ შემტევს, ტიერი ანრის შეადარა.
"ანრი კარიერის დასაწყისში - დღევანდელი ლეაო. მათი მახასიათებლები იდენტურია, ხედავთ მის სიჩქარესა და ერთი-ერთზე გასვლებს, ყოველთვის ფლანგზე გადადის და მეტოქის დაცვას არღვევს".
"სოციალურ ქსელებში ასეთი შედარებისთვის გამაკრიტიკეს. მაგრამ შეადარეთ ვიდეოები და მეტი არაფერი იქნება სათქმელი, ერთნაირები არიან", - განუცხადა ტაკინარდიმ Tuttosport-ს.
შეგახსენებთ, 22 წლის პორტუგალიელი "როსონერის" 2019 წლის აგვისტოში შეუერთდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ლეაომ ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.