ავტორიზაცია

ბარსელონას 2020 წლის ზაფხულში ვლაჰოვიჩის გადაბირება მისაღებ ფასად შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა

ბარსელონას 2020 წლის ზაფხულში ვლაჰოვიჩის გადაბირება მისაღებ ფასად შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა
თარიღი 16 იან 2022, 13:51

"ბარსელონას" "ფიორენტინას" ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატება შესთავაზეს, თუმცა კატალონიურმა გრანდმა ასეთ შესაძლებლობაზე უარი თქვა, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

2020 წლის აგვისტოში სერბის აგენტი, დარკო რისტიჩი ერიკ აბიდალს შეხვდა, "ბლაუგრანას" სპორტული განყოფილების მაშინდელ ხელმძღვანელს.

"ფიორენტინამ" აგენტის მეშვეობით "ბარსას" ვლაჰოვიჩის იჯარით გადაბირება შესთავაზა, 2021 წლის ზაფხულში 18 მილიონ ევროდ შესყიდვის ვალდებულებით.

"ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2019/20 წლების სეზონის ბოლოს სერბის ჩავარდნის გამო ეჭვები გაუჩნდათ, ამიტომაც მის გადაბირებაზე უარი თქვეს.

როგორც აღინიშნება, კატალონიელები დუშანისადმი ინტერესს ახლა იჩენენ და მას "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავენ.

მოგეხსენებათ, 21 წლის ფორვარდი სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. ვლაჰოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც მიითვალა.