ავტორიზაცია

5-წლიანი კონტრაქტი და 220 მლნ მოითხოვა — დემბელე თავს ტოპ ფეხბურთელად მიიჩნევს და ბარსას პირობებს არ დათანხმდა

5-წლიანი კონტრაქტი და 220 მლნ მოითხოვა — დემბელე თავს ტოპ ფეხბურთელად მიიჩნევს და ბარსას პირობებს არ დათანხმდა
თარიღი 16 Jan 2022, 14:48

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმა გადაწყვიტა, იტყობინება გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო.

24 წლის ფრანგმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმებას არ აპირებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა სურს. ამ ზამთარს ტრანსფერის ვარიანტი მისთვის მიმზიდველი არ არის.

დემბელე თავს მსოფლიო დონის ფეხბურთელად თვლის და უნდა, რომ ანაზღაურება ამ სტატუსის შესაბამისი იყოს. უსმანი 5-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს ითხოვდა, აგრეთვე მისთვის და მისი აგენტისთვის 20-მილიონიანი ბონუსის გადახდას.

"ბარსელონამ" ზემოთნახსენებ პირობებზე წასვლა იუარა და ეჭვი ეპარება, რომ რომელიმე სხვა კლუბი დათანხმდება მათ.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.