ავტორიზაცია

იმობილე კრიტიკოსებს: "ევროპის ჩემპიონი ვარ, ოქროს ბუცი მოვიგე, სერია ა-ში ლაციოს მაისურით 140 გოლი მაქვს გატანილი"

იმობილე კრიტიკოსებს: "ევროპის ჩემპიონი ვარ, ოქროს ბუცი მოვიგე, სერია ა-ში ლაციოს მაისურით 140 გოლი მაქვს გატანილი"
თარიღი 16 იან 2022, 16:20

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ სერია ა-ს 22-ე ტურში "სალერნიტანასთან" (3:0) მოგებული მატჩის შემდეგ მისდამი კრიტიკას უპასუხა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში 31 წლის იტალიელმა დუბლი გაიფორმა.

"ჩემს რეზიუმეში ნათქვამია, რომ ევროზე ორი გოლი გავიტანე, 140 - სერია ა-ში "ლაციოს" მაისურით, "ოქროს ბუცი" მოვიგე, სამჯერ გავხდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი".

"ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს. საკამათო არაფერია", - თქვა იმობილემ DAZN-სთან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში "ლაციოს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და ორი ასისტიც მიითვალა.