ავტორიზაცია

სხვა ვარიანტებიც აქვს, თუმცა პრემიერ ლიგა ურჩევნია — ერიქსენი ინგლისურ კლუბს უახლოვდება

სხვა ვარიანტებიც აქვს, თუმცა პრემიერ ლიგა ურჩევნია — ერიქსენი ინგლისურ კლუბს უახლოვდება
თარიღი 16 Jan 2022, 16:26

"ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოს არის.

29 წლის დანიელმა, რომელსაც ევრო 2020-ის მატჩის დროს გული გაუჩერდა, პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბისგან მიიღო წინადადება და უკვე დღეს შესაძლოა ერთ-ერთთან კონტრაქტი გააფორმოს, წერს The Times-ი.

ერიქსენს ევროპიდან სხვა ვარიანტებიც აქვს, მაგრამ ინგლისში ასპარეზობას გეგმავს.

ევროზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კრისტიანს კარდიოვერდერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რითაც იტალიაში თამაში აკრძალულია.

დეკემბერში "ინტერმა" ერიქსენს კონტრაქტი გაუწყვიტა და ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია.