გარდა მანჩესტერ იუნაიტედისა, პოჩეტინოსთვის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კიდევ ერთი კლუბი იბრძვის
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
49 წლის არგენტინელით არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი", ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კიდევ ერთი კლუბიც ინტერესდება.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, ზემოთნახსენები კლუბი პოჩეტინოს შუამავლების დახმარებით დაუკავშირდა.
"ემიუს" ამჟამინდელ დამრიგებელს, რალფ რანგნიკს "ეშმაკუნებთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
რაც შეეხება თავად პოჩეტინოს, პარიზულ კლუბთან მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.