"მანჩესტერში თამაშზე უარს არასოდეს ვიტყვი", - მარსიალმა რანგნიკის ხმაურიან განცხადებას უპასუხა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ანტონი მარსიალი გუნდის მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის განცხადებას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, გერმანელმა სპეციალისტმა აქამდე თქვა, რომ ფრანგმა პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "ასტონ ვილასთან" (2:2) გამართული მატჩის განაცხადში მოხვედრაზე უარი განაცხადა.
"არასოდეს ვიტყვი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე უარს", - წერს მარსიალი სოციალურ ქსელში.
"ამ გუნდში 7 წელია ვთამაშობ და კლუბის ან გულშემატკივრების მიმართ არასოდეს მოვქცეულვარ უპატივცემულოდ, არც მოვიქცევი", - დასძინა ფრანგმა.
26 წლის ფრანგ თავდამსხმელს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.