ავტორიზაცია

მბაპე გუშინდელი მატჩის მთავარ არბიტრს: "მოშორდი აქედან, მსაჯობა არც კი იცი! ამ ლიგაში ყოველთვის ასე ხდება"

მბაპე გუშინდელი მატჩის მთავარ არბიტრს: "მოშორდი აქედან, მსაჯობა არც კი იცი! ამ ლიგაში ყოველთვის ასე ხდება"
თარიღი 16 იან 2022, 17:34

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენმა" "პარკ დე პრენსზე" "ბრესტს" უმასპინძლა და ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხა - 2:0.

33-ე წუთზე, მასპინძელთა ფორვარდ კილიან მბაპესა და სტუმართა ნახევარმცველ უგო მანიეტის შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

პარიზელთა ფეხბურთელი, რომელიც ცდილობდა მეტოქისთვის გადაცემის გაკეთებაში ხელი შეეშალა, დაეჯახა და ხელი ჰკრა. როცა მანიეტიმ მბაპეს გვერდი აუარა, კილიანმა ხელით დაიჭირა, სავარაუდოდ, რაღაც კომენტარის საპასუხოდ.

შეხლა-შემოხლა დაიწყო და სიტუაციის ჩასაწყნარებლად ორივე გუნდის ფეხბურთელებს მოუწიათ საქმეში ჩარევა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა, მიკაელ ლესაჟმა ორივე მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც მბაპეს უკმაყოფილება გამოიწვია.

"როგორ შეიძლება ჩემთვის ყვითელი ბარათის მოცემა? რანაირად? მოშორდი აქედან! მსაჯობა არც კი იცი! ამ ლიგაში ყოველთვის ასე ხდება... და შენ (სარეზერვო არბიტრს მიმართავს) ახლოს იდექი და არაფერი დაგინახავს?", - ციტირებს კილიანის სიტყვებს ფრანგული მედია.