ავტორიზაცია

"ქართველები არ მომწონს, მათგან ყველაზე მეტად კი ჭიკაძე", - UFC-ის მებრძოლმა გიგა გამოიწვია

"ქართველები არ მომწონს, მათგან ყველაზე მეტად კი ჭიკაძე", - UFC-ის მებრძოლმა გიგა გამოიწვია
თარიღი 16 იან 2022, 19:41

UFC-ის მებრძოლმა ბილ ალჯიომ ისაუბრა გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლის შესახებ. ამერიკელმა მოჩხუბარემ ქართველი მებრძოლისა და ზოგადად საქართველოს მისამართით რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

"ეს ჭიკაძის საღამო იყო, სანამ კატარმა გაანადგურა, მაგრამ ვიცი, რომ მას აქ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. კუმირთან მიმართებით "ცუდი ბიჭის" როლის თამაში კი ყოველთვის სახალისოა.

მე გიგასთან ბრძოლა მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ის დავამარცხო. ქართველების ქომაგი არ ვარ. არა, უბრალოდ ვხუმრობ. მათი მებრძოლი არ მომწონს, სულ ესაა.

რა თქმა უნდა, ქვეყანა საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, პირადად "ნინძა" არ მომწონს, მასთან რაღაც საქმე მქონდა. ამ კვირაშიც კი გამოვიწვიე.

აწონვისას აგრესიული პიტბულივით მიყურებდა, მე უბრალოდ გავუღიმე. თავს ისე აჩვენებს, თითქოს არ იცოდეს ვინ ვარ, მაგრამ კარგად იცის და ახლა თავსაც ვერ ამარიდებს.

ვფიქრობ, იმას მივიღებ რაც მინდა. კალიფორნიაში ვიყავი შვებულებისას, Kings MMA-ში ვივარჯიშე, გასართობი სპარინგის დროს ვიწრო ხელთათმანებით თავში ძლიერად დარტყმა დამიწყო.

ვერ მივხვდი რა ხდებოდა და მეც ძლიერად დავარტყი. ქართველებში, რაც ყველაზე ნაკლებად მომწონს, ეს მათი 33-წლის მებრძოლია. ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო პასუხი ეს იქნება.

არიან აქ მისი გულშემატკივრები? წადით სახლში, კარგი?! ეგ ბაიდენის წვრილკისერა ამომრჩეველი მინდა. მსურს იმ ქართველს ვებრძოლო, რომელსაც ჭიდაობა არ შეუძლია.

მომეცით ჭიკაძე! იმედი მაქვს, კელვინი სახეს გაულამაზებს და ბოლოს მოუღებს. შემდეგ კი კარგად იცით, სადაც მიპოვოთ!", - განაცხადა "სენიორ პერფექტომ" ქართველის შესახებ.