ავტორიზაცია

რა თანხა გამოიმუშავა ჭიკაძემ კატართან ბრძოლით?

რა თანხა გამოიმუშავა ჭიკაძემ კატართან ბრძოლით?
თარიღი 16 იან 2022, 17:27

UFC-ის უკანასკნელი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან დამარცხდა. ხუთრაუნდიანი სისხლიანი დუელის შემდეგ, მსაჯებმა გამარჯვება ამერიკელს მიანიჭეს.

ქართველი მებრძოლისა და "ბოსტონელი ფინიშერის" დაპირისპირება საღამოს მთავარ ბრძოლად დასახელდა. რაც შეეხება ჩხუბის ფინანსურ მხარეს, რომელიც ყველასთვის საინტერესოა:

კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტის თანახმად, "ნინძამ" მიიღო გარანტირებული 110 დოლარი, ამის გარდა, ბონუსით გათვალისწინებული დამატებითი 50 ათასი.

საერთო ჯამში 33-წლის მებრძოლის ანგარიში 160 ათასი დოლარით შეივსო. აქვე დავამატებთ, ჭიკაძემ თავის კარიერაში UFC-ში პირველი მარცხი იწვია, იქამდე მის ანაგრიშზე ზედიზედ 7 მოგება იყო.

ზოგადად კი ქართველი მებრძოლის ანგარიშზე ფიქსირდება 14 გამარჯვება და სამი მარცხი. ველით გიგას დაბრუნებას ოქტაგონში, კიდევ უფრო ძლიერს და სახიფათოს.