"წელი პირდაპირ ომით დაიწყო", - UFC-ის ვარსკვლავები ჭიკაძისა და კატარის ბრძოლის შესახებ

გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა. UFC-ის სხვადასხვა ვარსკვლავებმა დადებითად შეაფასეს ბოლო ივენთის მთავარი ჩხუბი.
ქართველი და ამერიკელი მებრძოლების დუელი გამოარჩია კამარუ უსმანმა - "What A Fight", - წერს ორგანიზაციის კამერუნელი ჩემპიონი ქვესაშუალო წონითი დივიზიონიდან.
კაბ სვენსონი, რომელიც "ნინძამ" ედსონ ბარბოზამდე დაამარცხა - "დიდებული ბრძოლა იყო, საოცარია, როგორ დაიწყო წელი", - წერს ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც 33-წლის მოჩხუბრისგან ღვიძლში მტკივნეული დარტყმა მიიღო.
შეინ ბურგოსი, ჭიკაძისა და კატარის ერთ-ერთი კონკურენტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან - "წლის ბრწყინვალე დასაწყისი და ნამდვილად დიდებული მთავარი ბრძოლა".
შეგახსენებთ, რომ ამერიკელ მებრძოლთან ჩხუბამდე, ქართველი სტრაიკერის UFC-ში იყო დაუმარცხებელი, თუმცა ახლა მისი სტატისტიკა შვიდ მოგებასა და ახლა უკვე ერთ მარცხს შეადგენს.