ავტორიზაცია

"წელი ახლა დაიწყო, თუმცა ჭიკაძემ და კატარმა უკვე წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა გვაჩვენეს", - უაიტი

"წელი ახლა დაიწყო, თუმცა ჭიკაძემ და კატარმა უკვე წლის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა გვაჩვენეს", - უაიტი
თარიღი 16 იან 2022, 15:18

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაიტმა გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ამერიკელ მოწინააღმდეგესთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

"ივენთის მთავარი ბრძოლა იყო. წელი ახლახან დაიწყო და უკვე წლის საუკეთესო ჩხუბის კანდიდატი დუელია. ნამდვილად საოცარი და სანახაობრივი ბრძოლა შედგა, ბრავო.

ამ შეხვედრამ ყველას დაავიწყა კატარისა და ჰოლოუეის ჩხუბი. დღევანდელი ბრძოლის ბედი კელვინის მიერ ბრუნში, იდაყვით შესრულებულმა დარტყმამ გადაწყვიტა", - განაცხადა ამერიკელმა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, რომ "ბოსტონელ ფინიშერთან" ბრძოლამდე, "ნინძა" UFC-ში იყო დაუმარცხებელი, თუმცა ახლა მისი სტატისტიკა შვიდ მოგებასა და ახლა უკვე ერთ მარცხს შეადგენს.

რაც შეეხება 33-წლის მებრძოლის ზოგად სტატისტიკას შერეულ ორთაბრძოლებში - 14 მოგება და სამი მარცხი. ჯერჯერობით უცნობია, ჭიკაძის შემდეგი ნაბიჯი ორგანიზაციაში.