ავტორიზაცია

ბეტისის ქომაგის მიერ ნასროლი ჯოხის მოხვედრის გამო, სევილიას ფეხბურთელს თავის ქალის ტრავმა აღმოაჩნდა

ბეტისის ქომაგის მიერ ნასროლი ჯოხის მოხვედრის გამო, სევილიას ფეხბურთელს თავის ქალის ტრავმა აღმოაჩნდა
თარიღი 16 იან 2022, 19:57

„სევილიამ“ ნახევარმცველის ჟოან ჟორდანის მდგომარეობაზე გააკეთა განცხადება, რომელსაც „ბეტისთან“ სათასო მატჩში ტრიბუნიდან ნასროლი ჯოხი მოხვდა.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ქალის დაზიანება აღმოაჩნდა. ამჟამად, ჟორდანი სახლში იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ბეტისსა“ და „სევილიას“ შორის პირველი ტაიმის მიწურულს სწორედ ამ ინციდენტის გამო შეჩერდა - ჟოან ჟორდანს მასპინძელთა ტრიბუნის სექტორიდან ნასროლი ნივთი მოხვდა, ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მატჩი იგივე ანგარიშიდან და წუთიდან, დახურულ კარს მიღმა განახლდება.